ტერორიზმი

თვითმკვლელმა ტერორისტმა ინგუშეთში შვიდი პოლიციელი ააფეთქა

თვითმკვლელმა ტერორისტმა ინგუშეთში 7 პოლიციელი მოკლა. აფეთქების შედეგად დაზიანება მიიღო 11-მა მოქალაქემ.

მკვლელობა ერთ-ერთი პოლიციელის გასვენებაში მოხდა, რომელიც ტერორისტების მსხვერპლი 18 აგვისტოს გახდა. 

აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე დაღესტანში ორი ტერორისტი მეჩეთში შეიჭრა და მომლოცველების მიმართულების ცეცხლი გახსნა. დაიჭრა რამდენიმე ადამიანი, თუმცა გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ გავცელებულა. მოგვიანებით, პოლიციამ მეჩეთში დამონტაჟებული მძლავრი ბომბი იპოვა.  

 

კომენტარები