შოუ-ბიზნესი

ამერიკელ მომღერალს მსოფლიოში ყველა დაბალი ხმა აქვს

ამერიკელ მომღერალ ტიმ სტორმსს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით პოპულარული თავისი არაჩვეულებრივი შესაძლებლობების წყალობით გახდა, ადამიანისთვის დამახასიათებელი ყველაზე დაბალი ხმა აქვს.

Dailymail-ის ინფორმაციით, შემსრულებელს ნოტების აღება 0,189 ჰერც სიხშირეზე შეუძლია, რაც ფორტეპიანოზე აღებულ ნოტებზე რვა ოქტავით ნაკლებია. სტორმსის მიერ გამოცემული ხმა იმდენად დაბალია, რომ იგი თავად მომღერალსაც არ ესმის. გამოცემის ცნობით, ამგვარი სიხშირის ჟღერადობის გაგება მხოლოდ სპილოსნაირ მასიურ არსებას შეუძლია.

უჩვეულო ნიჭის მქონე შემსრულებელი უკვე შესულია გინესის რეკორდების წიგნში. გარდა ამისა, სტორმსს ხმის ყველაზე ფართო დიაპაზონი აქვს - მას ნოტების აღება 10 ოქტავის ფარგლებში შეუძლია. მომღერლის განცხადებით, ასაკის მატებასთან ერთად მისი ხმა სულ უფრო დაბალი ხდება.

Dailymail-ის ცნობით, ტიმ სტორმსის უჩვეულო შესაძლებლობების მიზეზი მისი ხმის იოგებია, რომელიც მას ჩვეულებრივ ადამიანზე ორჯერ გრძელი აქვს.

ყველაზე დაბალი ხმის მქონე ადამიანზე ჰოლივუდში დიდი მოთხოვნაა. მას არაერთი ფილმი და ტრეილერი აქვს გახმოვანებული.

 

კომენტარები