გარემოს დაცვის სამინისტრო

გიორგი ზედგინიძე გარემოს დაცვის მინისტრად დაინიშნა

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრად გიორგი ზედგინიძე დაინიშნა. იგი 2009 წლიდან ამავე უწყებაში, მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. ზედგინიძის დაწინაურება ყოფილი მინისტრის, გოგა ხაჩიძის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიაში მოხვედრამ განაპირობა. 
გიორგი ზედგინიძე 1983 წელსაა დაბადებული, დამთავრებული აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტის განათლების პოლიტიკის მაგისტრატურა.  2008-2009 წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პროგრამების დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. 

კომენტარები