NDI-ის კვლევა

NDI: 77% მზადაა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად

NDI-ს სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 77% მზადაა მონაწილეობა მიიღოს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

კითხვაზე- ხვალ რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, აგვისტოს თვის მონაცემებით, გამოკითხულთა 77% დადებითად პასუხობს, ხოლო 23% უარყოფითად. თებერვალში ამავე კითხვაზე დადებითად გამოკითხული მოსახლეობის 64% პასუხობდა. ივნისის თვეში დადებითი პასუხი 75%-მა გასცა, ხოლო უარყოფითი 25%-მა. 2011 წლის სექტემბერში ჩატარებული გამოკითხვის დროს კი, კითხვას დადებითად მოსახლეობის მხოლოდ 51% პასუხობდა, ხოლო დანარჩენი 49%-უარყოფითად.

კითხვაზე- ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, რესპონდენტთა 77% დადებითად პასუხობს, 23% უარყოფითად. ამავე კითხვაზე დადებითად თებერვალში გამოკითხულთა 68% პასუხობდა.

NDI-ის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის კვლე­ვა 31 ივ­ლის-12 აგ­ვის­ტოს პე­რი­ოდ­ში ჩა­ტარ­და. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 2038 რეს­პო­დენ­ტმა მი­ი­ღო, კვლე­ვის ცდო­მი­ლე­ბა 3%-ია.

კომენტარები