მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ბელარუსთა გუნდი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა.

ბორის პაიჭაძის სტადიონზე მატჩი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 52-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა შესანიშნავი ინდივიდუალური მოძრაობების ხარჯზე აჯობა მეტოქე მცველებს და ანგარიში გახსნა - 1:0

როგორც აღმოჩნდა, ახალგაზრდა ნახევარმცველის მიერ გატანილი გოლი, მატჩში ერთადერთი აღმოჩნდა და შედეგად საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ჯგუფში, პირველი გამარჯვება მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ 11 სექტემბერს ქართველი ფეხბურთელები ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან. მატჩი 21:30 სთ-ზე დაიწყება.

კომენტარები