განათლება

17 სექტემბრიდან საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ახალი სასწავლო წელი იწყება

17 სექტემბრიდან საქართველოს საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ახალი სასწავლო წელი იწყება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ხატია დეკანოიძე სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ახლადგახსნილ სკოლებს ესტუმრება. 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები წელს 527 საჯარო სკოლაში განხორციელდა.

წელს, 140 ათასი მოსწავლე, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, სახელმწიფოსაგან საჩუქრად სასკოლო სახელმძღვანელოებს მიიღებს. სახელმძღვანელოები გადაეცემათ სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრებს, იმ ოჯახების მოსწავლეებს, სადაც ერთდროულად სამი ან მეტი და-ძმა სწავლობს სკოლაში და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების შვილებს.

კომენტარები