დაჩი ცაგურიასა და ბექა ალადაშვილს სასამართლომ 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს. ცაგურიასა და ალადაშვილს ბრალი სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობაში ედებათ.
ინტერპრესნიუსის ცნობით, ცაგურიამ და ალადაშვილმა პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი დატოვეს.