ქართული ოცნება

სტანევსკი: ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნა რუსეთისთვის მოსახერხებელი იქნება

"ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას ვერ შეცვლის, უბრალოდ რუსეთისთვის უფრო მოსახერხებელი იქნება," განუცხადა რუსეთის ყოფილმა ელჩმა საქართველოში ფენიქს სტანევსკიმ AGENCE FRANCE PRESSE-ს.

სტანევსკის თქმით, სააკაშვილი მარგინალია და მას მოსკოვში არ დაელაპარაკებიან. თუმცა ვერც ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს ვერ დაუბრუნებს.

AGENCE FRANCE PRESSE-მა საქართველოს არჩევნების შესახებ სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში არჩევნებში რუსეთის როლის შესახებ არის ყურადღება გამახვილებული.

გამოცემა საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის კავკასიის პროექტის ხელმძღვანელს ლორენს შიტსაც ესაუბრა. შიტსის თქმით, საქართველომ რომ ოკუპირებული ტერიტორიები დაიბურნოს, ამისთვის რუსეთში ხელისუფლების ცვლილებაა საჭირო.

გამოცემას ივანიშვილის ციტატაც მოჰყავს, რომელშიც ქართული ოცნების ლიდერი პუტინის გაკრიტკებაზე უარს ამბობს. 

კომენტარები