არჩევნები 2012

ივანიშვილი: თუ დამკვირვებლები აღიარებენ არჩევნებს, ქართული ოცნებაც აღიარებს

საერთაშორისო დამკვირვებლები ძალიან კარგად იცნობენ საქართველოში წინასაარჩევნო სიტუაციას, - ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპარლამენტის, ეუთო-ს და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლები დღეს სასტუმრო რედისონში არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ხვდებიან.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, შეხვედრის მონაწილეებს „არ შეპარვიათ ეჭვი“ მის პოზიციაში, რომ თუ საერთაშორისო დამკვირვებლები აღიარებენ არჩევნებს, ქართული ოცნებაც აღიარებს.

მისი თქმით, დამკვირვებლებმა კარგად იციან, როგორი წინასაარჩევნო გარემოა და რა დარღვევებიც ხდება. "თუმცა ჩვენც და მათაც დიდი სურვილი გვაქვს, რომ არჩევნები შედგეს. ჩვენი მხრიდან და დამკვირვებლების მხრიდან დიდია მზაობა, რომ არჩევნები კარგად ჩატარდეს და ყველაფერს ვერ მოიპარავენ", - განაცხადა ივანიშვილმა. მისი თქმით, ამ არჩევნებს ქართული ოცნება „დიდი სხვაობით“ მოიგებს.

 

 

კომენტარები