არჩევნები 2012

დამკვირვებლების რაოდენობა 94 ათასს აჭარბებს

საპარლამენტო არჩევნებს 61 საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდება. მათ შორისაა, აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR), სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები და საარჩევნო კომისიები, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპარლამენტი და სხვები.

უცხოელ დამკვირვებლებთან ერთად, არჩევნებს 50 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციაც აკვირდება. მათ შორისაა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება და სხვები.

ცესკო-ს თავმჯდომარის, ზურაბ ხარატიშვილის ინფორმაციით, არჩევნებზე აკრედიტებული ადგილობრივი დამკვირვებლების რაოდენობა 61 ათასს, ხოლო საერთაშორისო დამკვირვებლების – 33 ათასს აჭარბებს.

კომენტარები