არჩევნები2012

შსს: ქუთაისში ორი პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტრო ორი პირის დაკავების შესახებ იუწყება. შსს-ს განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:

„შსს ქუთაისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მამუკა ახალაია და გიორგი დალაქიშვილი დააკავეს. დაკავებულები ქუთაისში სხვადასხვა საარჩევნო უბანებზე გადაადგილდებოდნენ, „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და მოითხოვდნენ, რომ მათ ხმა „ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ არ მიეცათ. მომხდარზე გამოძახებული იქნა პოლიცია. პოლიციამ მათ გაფრთხილება მისცა, თუმცა ახალაია და დალაქიშვილი გაფრთხილებას არ დაემორჩილნენ. ამჯერად მათ პოლიციელებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და გაუწიეს წინააღმდეგობა, რის შედეგადაც მოხდა მათი დაკავება. მამუკა ახალაიას და გიორგი დალაქიშვილს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173 მუხლებით წაუყენეს“

კომენტარები