ინგა გრიგოლია

ინგა გრიგოლია საკრებულოდან მიდის

ინგა გრიგოლია თბილისის საკრებულოდანაც მიდის. ამის შესახებ ოფიციალური განცხადებით, საკრებულოს თავმჯდომარეს გრიგოლია დღეს მიმართავს.

,,საკრებულოს დატოვებით, ქართულ პოლიტიკას, როგორც მონაწილე, სამუდამოდ დავემშვიდობები. ვერასოდეს, ვერავინ მე ვერც ერთ პარტიაში ვეღარ მნახავს.’’-განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

შეგახსენებთ, ინგა გრიგოლიამ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქდმ-ს  გლდანის მჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატურა მოხსნა.

როგორც ცნობილია, გრიგოლია ჟურნალისტიკაში აპირებს დაბრუნებას. 

კომენტარები