ქართული ოცნება

ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტის თავმჯდომრის პოსტზე დავით უსუფაშვილი წარადგინა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომრის თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილმა დავით უსუფაშვილის კანდიდატურა წარადგინა, ხოლო ვიცე-სპიკერის პოსტზე მანანა კობახიძის. ქართული ოცნების ლიდერმა თავმჯდომრის მოადგილეებად წარადგინა ასევე ზვიად ძიძიგური, ზურაბ ტყემალაძე და ზურაბ აბაშიძე.

ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატურებიც დაასახელა. აგრარულ საკითხთა კომიტეტი - გიგლა აგულაშვილი; ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი - ეკა ბესელია; განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიეტეტი - ვანო კიღურაძე; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი - გია ცაგარეიშვილი; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი - ნოდარ ხადური; დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი - გუბაზ სანიკიძე; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი - ვიქტორ დოლიძე; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი - ირაკლი სესიაშვილი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტი - ვახტანგ ხმალაძე; რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი -ირაკლი ტრიპოლსკი; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი - თედო ჯაფარიძე; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი - ირინა იმერლიშვილი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი - დავით ონოფრიშვილი; სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი - ლერი ხაბელოვი; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი - დიმიტრი ხუნდაძე.

მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენისას ბიძინა ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ქართული ოცნების მაჟორიტარობის ის კანდიდატები, რომლებმაც არჩევნებში ვერ გაიმარჯვეს, მისი გუნდის წევრებად დარჩებიან. მისივე თქმით, ახალი ხელისუფლება იქნება წესიერი და სახალხო, ასევე, ახალ მთავრობაში არანაირი გარიგება და კორუფცია არ იქნება. 

 

კომენტარები