ქართული ოცნება

ლევან ბერძენიშვილი როლანდ ახალაიას სადეპუტატო უფლებამოსილებას არ სცობს

ლევან ბერძენიშვილის ვარაუდით, ზუგდიდში მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებული როლანდ ახალაია პარლამენტში ვერ შევა, რადგან მის უფლებამოსილებას არ სცნობენ.

"მე გამიჭირდება იმის დაჯერება, რომ პარლამენტი თანხმობას მისცემს როლანდ ახალაიას უფლებამოსილების ცნობის საკითხს. პირადად მე ახალაიას სადეპუტატო უფლებამოსილებას არ ვცნობ და ვფიქრობ, რომ ასე მოიქცევიან სხვებიც," განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, სასამართლომ უნდა დაადგინოს არიან თუ არა როლანდ, ბაჩო და დათა ახალაიები "წესიერი ადამიანები" და ხომ არ მიუძღვით მათ რამეში დანაშაული. ბერძენიშვილის თქმით, თუ სასამართლო მათ უდანაშაულოდ სცნობს,  მას არანაირი პრობლემა არ ექნება რომ როლანდ ახალაია პარლამენტში იყოს. 

კომენტარები