ენერგეტიკული ფორუმი

მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო ენერგეტიკულ ფორუმში მონაწილეობს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო ენერგეტიკულ ფორუმში მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

,,ენერგეტიკული საერთაშორისო ფორუმი 2012 მსოფლიო ლიდერებისთვის“ დუბაიში იმართება და მისი მთავარი თემა უსაფრთხო და მდგრადი ენერგიის გამომუშავების გზების მოძიებაა. 

საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლების წინაშე სიტყვით გამოვიდა. 

,,როგორც ვიცი, ენერგეტიკა პოლიტიკურ ძალაუფლებას ნიშნავს და აქედან გამომდინარე, იქნება უფრო მეტი მოქნილობა. ენერგოტერმინალები, რომლებსაც ზღვის სანაპიროზე ვაშენებთ და საიდანაც თხევადი გაზის ექსპორტი აზერბაიჯანის გავლით ევროპაში მოხდება, ნავთობსადენებზე უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს. ბოლო პერიოდში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და წარმატებული ქვეყნების გვერდით დგას. დღეს მე იმ სახელმწიფოს წარმოვადგენ, რომელიც ნამდვილად სასურველია ინვესტორებისთვის და მე ამით ვამაყობ!“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მიმართვისას. 
მსოფლიო ენერგეტიკულ ფორუმს 2500-ზე მეტი დელეგატი ესწრება. 

 

კომენტარები