სასჯელაღსრულების სამინისტრო

ლალი მოროშკინას მოთხოვნით ნორა კვიციანი პატიმრობიდან გათავისუფლდა

ემზარ კვიციანის და, ნორა კვიციანი, პატიმრობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ სოზარ სუბარის მრჩევლად ლალი მოროშკინა დაინიშნა. მინისტრის თქმით, ნორა კვიციანის გათავისუფლება მოროშკინას კატეგორიული მოთხოვნა იყო.

სოზარ სუბარის განმარტებით, ნორა კვიციანი სასჯელს უდანაშაულოდ იხდიდა. რაც შეეხება მთავარ მრჩევლად ლალი მოროშკინას დანიშვნას, სუბარის განმარტებით, მოროშკინა კარგად იცნობს პენიტენციარულ სისტემას და მინისტრის აპარატისთვის მნიშვნელოვანი რჩევების მიცემა შეუძლია.

ლალი მოროშკინა მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგება. 

კომენტარები