მთავარი პროკურორი

ბაჩო ახალაია პროკურატურაში დაიბარეს

მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ  სამსახურებრივი უფლებების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო. ამასთან, ახალაია კბილაშვილმა პროკურატურაში დაკითხვაზეც დაიბარა. 
„ბატონ ბაჩანა ახალაიას უკვე გაეგზავნა შეტყობინება, რომ 20.30 საათზე მოწმის სახით დაბარებულია მთავარ პროკურატურაში. როცა მოვა, მოხდება მისი მოწმის სახით დაკითხვა“, - აღნიშნა კბილაშვილმა.
მთავარი პროკურორის განმარტებით, საქმე ეხება ცალკეულ პირთა მიმართ მოპყრობის არასწორ ფორმებს. 
„თუ რას შეეხება საქმე, კონკრეტულად ამ ინფორმაციის გავრცელება აკრძალულია. საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, მხოლოდ ის ინფორმაცია შეიძლებოდა ყოფილიყო საჯარო, რაც მოგაწოდეთ“, - აცხადებს კბილაშვილი.

კომენტარები