გაერთიანებული შტაბი

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გიორგი კალანდაძე გაერთიანებული შტაბის ხელმძღანელად რჩება

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, გიორგი კალანდაძე გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის რანგში მუშაობას განაგრძობს. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

გიორგი კალანდაძეს მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის რეზიდენციაში შეხვდა.  

,,ჩვენ შევქმენით ისეთი შეიარაღებული ძალები, რომელზეც ეს პოლიტიკური კონიუნქტურა ვერანაირად ვერ იმოქმედებს, იმ გაგებით, რომ ისინი ემსახურებიან არა რომელიმე პარტიას, მთავრობას ან რომელიმე პრეზიდენტს, არამედ ისინი ემსახურებიან ქართველ ხალხს. მთავარია ჩვენი ქვეყანა იყოს დაცული. ჩემი რჩევა იქნება, რომ ეს ყველაფერი მოვიტოვოთ უკან, დაბრუნდით გენშტაბში და გააგრძელეთ სამშობლოსათვის ისეთივე ერთგული სამსახური, როგორითაც გასული წლების განმავლობაში’’ , - მიმართა მიხეილ სააკაშვილმა გიორგი კალანდაძეს.

კომენტარები