მთავარი პროკურორი

კბილაშვილი ზეწოლაზე ალაპარაკებულ მოწმეს ბრალდებას უყენებს

საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი სიცრუეს უწოდებს იმ ფაქტს, თითქოს მანუჩარ დარასელიაზე პროკურატურაში ზეწოლა განახორციელეს და ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა აიძულეს. 
მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ  კინწურაშვილი და დარასელია უშუალოდ მონაწილეობდნენ ზურაბ აბაშიძის ეპიზოდში, სადაც მათ ბაჩო ახალაიას უკანონო ბრძანება შეასრულეს და აბაშიძეს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. 
პროკურორის განმარტებით, აქამდე კინწურაშვილსა და დარასელიას პასუხისგებაში მიცემის გადაწყვეტილება პროკურატურამ იმ მიზეზით არ მიიღო, რომ ეს ადამიანები მეორეხარისხოვანი შემსრულებლები იყვნენ.
„ამ შემთხვევაში მათ ჩვენი ლმობიერება გამოიყენეს იმაში, როგორც თქვენ ეს ნახეთ. მოცემულ შემთხვევაში არავითარ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ასეთი რამ რომ მომხდარიყო, ბუნებრივია, არ მივცემდით თავისუფლად ყოფნის საშუალებას, არც იმ საშუალებას მივცემდით, რომ დაეტოვებინათ ქვეყნის ტერიტორია“, - აცხადებს კბილაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 12 ნოემბერს, გავრცელდა მანუჩარ დარასელიას მიმართვა, სადაც ის პროკურატურის მხრიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. 

კომენტარები