თბილისის სააპელაციო სასამართლომ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ბაჩო ახალაიას პატიმრობაში ყოფნის შესახებ, ძალაში დატოვა.
ბაჩო ახალაიას ადვოკატები აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ისინი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში გაასაჩივრებენ.
შეგახსენებთ, ყოფილ შს მინისტრს ბრალი სამი მუხლით აქვს წაყენებული და აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.