კუდი-ს უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვაჟა ლილუაშვილი დააკავეს. მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან - ამის შესახებ ცოტა ხნის წინ მისმა ადვოკატმა, ზაზა ვაშაყმაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
აღნიშნული მუხლი გულისხმობს ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევას და ჯარიმიდან - სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლილუაშვილი ამ დრომდე პროკურატურის შენობაში რჩება.