დაჭერები

შოთა ხიზანიშვილსა და ვაჟა ლელუაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

შოთა ხიზანიშვილსა და ვაჟა ლელუაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე მერაბ ჯანელიძემ, პროკურორ პაატა ჯაველიძის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პატიმრობის ვადა აითვლება ბრალდებულის დაკავების დღიდან და ბრალდებულები სასჯელაღსრულების შესაბამის განყოფილებებში მოთავსდებიან. სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარეს გადაწყვეტილების გასაჩივრების 48 საათიანი ვადა აქვს.

ლელუაშვილი თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობს. როგორც სასამართლო სხდომაზე კუდ-ის მაღალჩინოსანმა განაცხადა, იგი თავს ინფორმაციის მოპოვებაში და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებაში დამნაშავედ ცნობს, თუმცა, კომპიუტერული ქსელებიდან ინფორმაციის მიღების მიზნით სპეციალური პროგრამის შექმნას უარყოფს. ლელუაშვილს ბრალად ედება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით კერძო საუბრის უნებართვო მიყურადება, ჩაწერა და კომპიუტერული სისტემის მეშვეობით ინფორმაციის მოპოვება. აღნიშნული დანაშაულები გათვალისწინებულია158-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, 285-ე მუხლის მესამე ნაწილით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

შოთა ხიზანიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილითა158-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებას და ტექნიკური საშუალებით ინფორმაციის უკანონო მოპოვებას, გამოყენებას ან გავრცელებას გულისხმობს. ბრალის პირველი ნაწილით ხიზანიშვილს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან ჯარიმა ემუქრება, ხოლო - მეორე ბრალდება 2-5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

კომენტარები