დაჭერები

თენგიზ გუნავა 10 000 ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდება

შსს-ს გენინსპექციის ყოფილი უფროსს 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. თენგიზ გუნავას ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა გირაოს სახით 5 000 ლარის შეფარდების შესახებ. გუნავა სავარაუდოდ დღესვე, თანხის გადახდის შემდეგ გათავისუფლდება.

ადვოკატის განცხადებით დაცვის მხარე ორშაბათს პროკურატურაში საჩივარს იმ პირთა მიმართ შეიტანს, ვინც გუნავას დაკავების დროს იარაღი და ნარკოტიკული ნივთიერებები ჩაუდო. გუნავას სასამართლო პროცესი 3 იანვარს დაინიშნა.

 

კომენტარები