თბილისის საქალაქო სასამართლო

გეგი ქელბაქიანს აღმკვეთ ღონისძიებად გირაო, არჩილ ჩოგოვაძეს კი პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ გეგი ქელბაქიანისა და არჩილ ჩოგოვაძის საქმეები განიხილა და აღმკვეთი ღონისძიებების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. გეგი ქელბაქიანს 150 ათასი ლარის ოდენობის გირაო, ხოლო ჩოგოვაძეს პატიმრობა შეუფარდეს. 

პროკურატურის მხარემ ორივე დაპატიმრებულისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა მოითხოვა. პროკურორ ელიზბარ გოზალიშვილის განცხადებით, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ დაკავებულებმა გათავისუფლების შემთხვევაში, შესაძლოა, მიმალვა, ქვეყნიდან წასვლა, ან მოწმეებზე ზეწოლა სცადონ.

დაცვის მხარემ უსაფუძვლოდ მიიჩნია პროკურორის არგუმენტი, დაკავებულების მიმართ წაყენებული ბრალდებები და ქელბაქიანისა და ჩოგოვაძის გათავისუფლება მოითხოვა. ადვოკატმა ირაკლი ჟორჟოლიანმა სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, თუ სასამართლო მაინც ჩათვლის საჭიროდ, რომ აღმკვეთი ღონისძიება შეეფარდოთ დაკავებულებს, ეს უნდა იყოს გირაო და არა პატიმრობა.
მოსამართლემ განმარტა, რომ გეგი ქელბაქიანს თანხის გადასახდელად მიეცა 30-დღიანი ვადა და თანხის გადახდის შემდეგ ის დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას.

კომენტარები