ინციდენტი

ახლობლებს ბადრაგის გულის შეტევით გარდაცვალების ვერსიის არ ჯერათ

  გარდაცვლილი ბადრაგის ჯაბა ხოშარაულის ახლობლის ეკა ნარიაშვილის ცნობით, ხოშარაულს სახეზე დალურჯებები აღენიშნება და ის გულის შეტევით გარდაცვლილი არ არის. მისი თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ გარდაცვლილმა დალურჯებები პატიმრებს შორის მომხდარი შელაპარაკების დროს მიიღო. გარდაცვლილის სხვა ახლობლები კი „საზოგადოებრივი მაუწყებელის“ ჟურნალისტთან საუბრისას აცხადებენ, რომ ხოშარაულს გულის პრობლემები არ ჰქონდა და ის სრულიად ჯანმრთელი იყო. ჯაბა ხოშარაულს ექსპერტიზა ჩაუტარდა და შედეგები რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი. 
  შეგახსენებთ, ღუდუშაურის კლინიკაში მომხდარი ინციდენტის დროს ბადრაგის ერთ-ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოში სამკურნალოდ გადაყვანილ პატიმრებს შორის ჩხუბი მოხდა, ბადრაგის თანამშრომელი კი, ამ დაპირისპირების აღკვეთის დროს, გულის შეტევით გარდაიცვალა.

კომენტარები