ვანო მერაბიშვილი

მერაბიშვილი: უკანასკნელ დაკავებებს პოლიტიკური ელფერი აქვს

კუდ-ის თანამშრომლების დაკავებას და უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულ სხვა დაკვებებს პოლიტიკური ელფერი აქვს, განაცხადა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა და ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივნმა ვანო მერაბიშვილმა ტელეკომპანია რუსთავი ორისთვის მიცემულ ინტერვიუში.

"ყველა შემთხვევაში , დაზარალებული არის  ქართული ოცნება, ქართუ ან ბიძინა ივანიშვილი, ეს უკვე ამ საქმეს პოლიტიკურ, პოლიტიკური ანგარიშსწორების ელფერს აძლევს.  ასეთი მიდგომა,  გააჩენს ეჭვს სასამართლო და საგამოძიებო სტრუქტურების მუშაობის ობიექტურობაში," განაცხადა მერაბიშვილმა.

მერაბიშვილმა მისი დაკავების საფრთხეზეც ისაუბრა. 

"იმდენად  ბუნდოვანია ბრალდებაა, რომ ამ საკითხზე საუბარც არ მსურს,  ჩემ თავზე საუბარი ასე მწირი ინფორმაციით არ მინდა, პოლიტიკური რეპრესიების განხორციელება არ არგებს ახალ ხელისუფლებას და არც საქართველოს იმიჯს რაც არ უნდა  დიდი იყოს სოციალური დაკვეთა. ჩვენ დროსაც იყო სოციალური დაკვეთა,  9 წლის მანძილზე, არცერთი პოლიტიკური  ოპონენტის წინააღმდეგ არ განგვიხორციელებია სამართლებრივი დევნა. მე მზად ვარ  ყველა კითხვას გავცე პასუხი," განაცხადა მერაბიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინსიტრომ ვანო მერაბიშვილის შესახებ საქმის მასალები პროკურატურას გაუგზავნა. მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, პროკურატურა ნაციონალური მოძრაობის ლიდერს დაკითხავს. 

მერაბიშვილმა ასევე ისაუბრა შსს და პატრულის თანამშრომლობის გათავისუფლებაზე და მოუწოდა ახალ ხელმძღვანელობას შეინარჩუნოს კვალიფიცირებული თანამშრომლები. 

კომენტარები