ექსპრემიერი

ბესელია ჟვანიას გარდაცვალების საქმეში ახალი ვერსიის გამოკვეთას არ გამორიცხავს

სააგენტო ”ინტერპრესნიუსის” ცნობით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეში ახალი ვერსიის გამოკვეთას არ გამორიცხავს. ბესელიას თქმით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება ბურუსით მოცულია და წინა ხელისუფლებას სულ რომ არაფერი ჩაედინა, აღნიშნულ საკითხზე საზოგადოების არაინფორმირებულობა მას მძიმე ტვირთად აწევს.

მისი თქმით: "შესაძლებელია, ჟვანიას გარდაცვალების სრულიად სხვა ვერსია გამოიკვეთოს. სწორედ ამიტომ უნდა იყოს ეს და კიდევ სხვა გახმაურებული საქმეები გამოძიებული",

 

კომენტარები