მაია ფანჯიკიძე

მაია ფანჯიკიძე აშშ-ში გაემგზავრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებს შეხვდება. 

"ესაა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, რადგან ახალი მთავრობის წარმომადგენელი პირველად ჩადის ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან. გარდა ქალბატონი ჰილარი კლინტონისა, შევხვდები კონგრესმენებს, სენატორებს, ექსპერტებს, რომლებიც საქართველოზე მუშაობენ, ასევე მექნება ინტერვიუები ადგილობრივ მედიასთან. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, ძალიან დიდია ამ ვიზიტის მნიშვნელობა", - განმარტა ფანჯიკიძემ.

აღსანიშნავია, რომ ნოემბრის ბოლოს აშშ-ში ვიზიტს გეგმავდა პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, თუმცა მან გამგზავრება გადაიფიქრა,  რის მიზეზად ის გარემოება დაასახელა, რომ გარდამავალ პერიოდში საქართველოდან მისი, თუნდაც რამდენიმე დღით, გასვლა ქვეყნის განვითარებას დააზარალებს.

კომენტარები