საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

ყიფიანი კლუბების პრეზიდენტებს დახურულ კარს მიღმა ხვდება

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, ლევან ყიფიანისა და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბების პრეზიდენტების შეხვედრა იმართება.  შეხვედრა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების თანხლებით უნდა გამართულიყო, მაგრამ კლუბების წარმომადგენლებმა მას მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით მინისტრთან საუბარი იუარეს. ამჟამად მხარეებს შორის დიალოგი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. 

ჩვენი ინფორმაციით ვერ მოხერხდა ვიდეო, ფოტო გადაღება და შესაბამისად, ჟურნალისტებმა სამინისტრო დატოვეს . სავარაუდოდ, შეხვედრის შესახებ კომენტარს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი გაავრცელებს.

კომენტარები