აშშ–ის საელჩო

რიჩარდ ნორლანდი: ჩვენ შე­წუ­ხე­ბუ­ლი ვართ იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­მელ­საც მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი იღებს

აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა, შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მიმდინარეობისას კომენტარი გააკეთა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. 
„როგორც საქართველოს მეგობრები, ჩვენ შეწუხებული ვართ იმ მიმართულებით, რომელსაც მიმდინარე მოვლენები იღებს. ეს რიტორიკა ორივე მხრიდან მოდის და საჭიროა მისი მოთოკვა, რათა შესაძლებელი გახდეს, მომავალზე ორიენტირება და იმაზე ფიქრი, თუ რისი გაკეთება ჯობს მთავრობისთვის მმართველობაში ხელის შესაწყობად და ქართველი საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, ვინაიდან ისინი აჩვენებს, რომ მთავრობასა და ოპოზიციას შეუძლიათ ერთად იმუშაონ საზოგადოებისა და ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაჭრელად“, - აღნიშნა ელჩმა. 

კომენტარები