აბრაამ შმულევიჩი

აბრაამ შმულევიჩი: გაეროში პალესტინის ავტონომიის მხარდაჭერა, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების საწინდარია

ისრაელელმა პოლიტოლოგმა აბრაამ შმულევიჩმა livejournal.com-ზე სტატია გამოაქვეყნა  გაეროს უკანასკნელ რეზოლუციაზე პალესტინისთვის დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. შმულევიჩმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ ამ რეზოლუციისთვის მხარის დაჭერა შეიძლება აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების საწინდარი გახდეს. 

"ვირტუალური პალესტინა ორი ნაწილისგან შედგება - ღაზის სექტორისა და იორდანიის სამეფოს ყოფილი პროვინციისგან, რომელიც ისტორიული იუდეა და სამარეაა, როგორც მათ ბიბლიაში უწოდებენ. დასავლეთ ნაწილს პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია აკონტროლებს, ხოლო ღაზის სექტორს ჰამასი. მოსალოდნელია, რომ ჰამასი მალე დასავლეთ ნაწილშიც გაიმარჯვებს და ამით მთლიან "პალესტინას" გააკონტროლებს.  ჰამასი იმ რამდენიმე სახელმწიფოსა და ორგანიზაციას შორისაა, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. გაეროს რეზოლუციისთვის მხარის დაჭერით, საქართველო უშვებს, რომ გაეროს წევრი გახდეს სახელმწიფო, რომელიც აღიარებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას", - წერს შმულევიჩი.

30 ნოემბერს გაერომ პალესტინისთვის დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომელსაც მხარი 138-მა ქვეყანამ დაუჭირა მათ შორის საქართველომ. 41- მა ქვეყანამ თავი შეიკავა, ხოლო 9 ქვეყანამ, მათ შორის ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, წინააღმდეგ მისცა ხმა. აქამ­დე გა­მარ­თულ სე­სი­ებ­ზე სა­ქარ­თვე­ლო მხარს არ უჭერ­და პა­ლეს­ტი­ნის­თვის ავ­ტო­ნო­მი­ის სტა­ტუ­სის გაზ­რდას.

www.avrom-caucasus.livejournal.com/226820.html - აბრაამ შმულევიჩის გვერდი livejournal.com-ზე 

კომენტარები