Balenciaga-ს მოდის სახლი ოფიციალურად ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კრეატიული დირექტორის თანამდებობას ახალგაზრდა და ყველასთვის ცნობილი დიზაინერი, ალექსანდრ ვენგი დაიკავებს.
„მისი ნიჭი, თანამედროვე და ინდივიდუალური ხედვა გაამდიდრებს მოდის სახლის მემკვიდრეობას“, - აცხადებს ბრენდის აღმასრულებელი დირექტორი იზაბელ გიშო. 28 წლის დიზაინერი კი ამბობს, რომ მისთვის ეს შემოთავაზება დიდი პატივია და Balencaiaga-ს მიმართ პატივისცემას და აღტაცებას განიცდის.
ალექსანდ ვენგი ჩინური წარმოშობის ამერიკელი დიზაინერია, რომელმაც უკვე გაითქვა სახელი საკუთარი ბრენდით. მას საკმაოდ კარგი კომერციული ხედვა აქვს - Alexander Wang მსოფლიოს ორმოცდაათ ქვეყანაში იყიდება. საკუთარ ბრენდზე მუშაობას დიზაინერი Balencaiaga-ში მოსვლის შემდეგაც გააგრძელებს.
ნიკოლა გესკიერმა, რომელიც Balencaiaga-ს სახლს თხუთმეტ წელზე მეტხანს ედგა სათავეში და თავის დროზე ბრენდს წარსული დიდება დაუბრუნა, თანამდებობა ნოემბერში დატოვა.