თელასი

თელასის გენერალურ დირექტორად დევი კანდელაკი დაინიშნა

თელასის გენერალურ დირექტორად საქართველოში ინტერ რაო ეეს-ის ჯგუფის გენერაციის ობიექტების ხელმძღვანელი, დევი კანდელაკი დაინიშნა. 

ამის შესახებ გადაწყვეტილება თელასის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო. 

2000 წელს დევი კანდელაკი კომპანია AES-მტკვარის ფინანსურ მენეჯერად დაინიშნა, 2000-დან 2003 წლამდე ამავე კომპანიის კომერციული დირექტორი იყო, 2003 წელს კი კომპანია მტკვარი ენერგეტიკას გენერალური დირექტორი გახდა.

დევი კანდელაკი 2008 წლიდან დღემდე შპს მტკვარი ენერგეტიკას, სააქციო საზოგადოება ხრამი-1-ის და სააქციო საზოგადოება ხრამი-2-ის გენერალური დირექტორია. 

სააქციო საზოგადოება თელასი  2003 წლის აგვისტოში კომპანია ინტერ რაო ეეს-ის შემადგენლობაში შევიდა. ინტერ რაო ეეს-ის მფლობელობაშია თელასის აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე - სახელმწიფოს საკუთრებაა.

კომენტარები