შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი თემურ ხაჩიშვილი საქართველოში დაბრუნდა. როგორც ცნობილია, ხაჩიშვილს უკვე შეხვდა და ესაუბრა უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე. კაკაბაძის თქმით, ყოფილი ძალოვანი პოლიტიკაში მოსვლას არ აპირებს.
მხედრიონის ერთ-ერთი ლიდერი თემურ ხაჩიშვილი, 90-იან წლებში უშიშროების მინისტრის პირველ მოადგილედ მუშაობდა, რის შემდეგაც შს მინისტრად დაინიშნა.
ხაჩიშვილი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე 1995 წელს განხორციელებული ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით გაასამართლეს და 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ შეიწყალეს. მას ასევე ბრალად ედებოდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელის, გიორგი ჭანტურიას მკვლელობის ორგანიზება.
ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2004 წელს ხაჩიშვილი იარაღის უკანონო ტარებისა და შენახვის ბრალდებით დააკავეს. გათავისუფლების შემდეგ მან საქართველო დატოვა.