ქუთაისის მერიის განცხადება

პარლამენტის შენობის ენერგოეფექტურობა კომუნალურ ხარჯებს ზოგავს

ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა საქართველოს პარლამენტის კომუნალური ხარჯების შესახებ სპეციალური განცხადება გაავრცელა. მის მიხედვით, პარლამენტის კომუნალური ხარჯები ქუთაისში გაცილებით უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე თბილისში.

ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური საქართველოს პარლამენტის მშენებლობაზე ერთ-ერთი ზედამხედველი პირია. კომუნალური დაწესებულების მიერ ქვითრებისა და სხვა აქტების გაანალიზების შემდეგ, სამსახურმა დაადგინა, რომ ბიუჯეტს პარლამენტის კომუნალური ხარჯები ქუთაისში ერთი წლის მანძილზე 20 000 ლარით ნაკლები დაუჯდება, ვიდრე თბილისში. ამის მიზეზი საქართველოს პარლამენტის ძირითადი და აპარატის შენობების ენერგოეფექტურობაა. მათი კომუნალური ხარჯები წლიურად 450 ათას ლარს ვერ გადააჭარბებს.

„დარჩენილი სამუშაოების (იგულისხმება ეზოს კეთილმოწყობა და განათება) დასრულების შემდეგაც კი, ქუთაისის პარლამენტის კომუნალური ხარჯები თბილისში არსებული პარლამენტის ყოფილი შენობის ანალოგიურ ხარჯებზე ბევრად ნაკლები იქნება,“ - ნათქვამია ქუთაისის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები