NDI-ის კვლევა

NDI: მოსახლეობის 69% ივანიშვილის საქმიანობას დადებითად აფასებს

NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 88% პატრიარქის საქმიანობას დადებითად აფასებს. პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის საქმიანობას დადებითად 69% მიიჩნევს. უარყოფითად პრემიერის საქმიანობას მოსახლეობის 3% თვლის, 12%-მა კი ივანიშვილის საქმიანობა ვერ შეაფასა. აგვისტოში ივანიშვილის საქმიანობას დადებითად 27% აფასებდა. 

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის საქმიანობას დადებითად 38% აფასებს, საშუალოდ 29%, უარყოფითად კი 5%. 23%-მა უსუფაშვილის საქმიანობა ვერ შეაფასა.

ნაციონალური მოძრაობიდან ყველაზე დადებითად მოსახლეობა დავით ბაქრაძის საქმიანობას აფასებს. 21%-ს თვლის, რომ ბაქრაძის საქმიანობა პოზიტიურია. უარყოფითად მისი საქმიანობა მოსახლეობის 22%-მა მიიჩნია. 

მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას დადებითად 16% აფასებს, უარყოფითად კი - 38%. აგვისტოში პრეზიდენტის საქმიანობას დადებითად 41% აფასებდა, უარყოფითად - 12%.

დაეცა თბილისის მერის, გიგი უგულავას საქმიანობის შეფასებაც. დადებითად მის საქმიანობას 14% აფასებს, უარყოფითად კი 40%. აგვისტოში მერის საქმიანობას დადებითად 39% მიიჩნევდა, უარყოფითად კი 9%. 

ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლმა ინ­სტი­ტუ­ტმა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის კვლე­ვის შე­დე­გე­ბის მე­ო­რე ნა­წი­ლი 17 დე­კემ­ბერს წარ­მო­ად­გი­ნა. კვლე­ვის სა­ვე­ლე სა­მუ­შა­ო­ე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, 14-25 ნო­ემ­ბრის პე­რი­ოდ­ში ჩა­ტარ­და და წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი შერ­ჩე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე 1,947 პი­რის­პირ ინ­ტერ­ვი­უს ეფუძ­ნე­ბა.

 

კომენტარები