NDI

ქართული ოცნების საქმიანობას დადებითად 65% აფასებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), ნოემბრის კვლევის მიხედვით, კოალიცია ქართული ოცნების საქმიანობას კარგად და ძალიან კარგად აფასებს გამოკითხულთა 65%, საშულოდ 16%, ცუდად და ძალიან ცუდად 2%, კითხვაზე პასუხი არ აქვს 11%-ს, ხოლო 5%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

აგვისტოს კვლევის მიხედვით, კოალიციის საქმიანობას კარგად და ძალიან კარგად აფასებდა 23%, საშუალოდ 22%, ხოლო ცუდად და ძალიან ცუდად 19%.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საქმიანობას კარგად და ძალიან კარგად აფასებს გამოკითხულთა 14%, საშუალოდ 32%, ხოლო ცუდად და ძალიან ცუდად 41%. კითხვაზე პასუხი არ აქვს  რესპონდენტთა 7%-ს, ხოლო პასუხზე უარი განაცხადა 6%-მა.

რაც შეეხება აგვისტოში ჩატარებულ კვლევას, ნაციონალური მოძრაობის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 37% აფასებდა, საშუალოდ 34%, ხოლო უარყოფითად 13%.

საქართველოს ჯარის საქმიანობას ნოემბერში გამოკითხული მოსახლეობის 55% დადებითად აფასებს, საშუალოდ 25%, უარყოფითად 3%. კითხვაზე პასუხი არ აქვს 12%-ს, ხოლო 6%-მა პასუხზე უარი განაცხადა. აგვისტოს თვეში ჯარის საქმიანობას კარგად და ძალიან კარგად 57% აფასებდა, საშუალოდ 21%, ხოლო ცუდად და ძალიან ცუდად 3%.

საქართველოს პოლიციის საქმიანობას კარგად და ძალიან კარგად გამოკითხულთა 52% აფასებს, საშუალოდ 27%, ხოლო ცუდად და ძალიან ცუდად 6%. პასუხი არ აქვს 10%-ს, ხოლო უარი განაცხადა 5%-მა. აგვისტოში პოლიციის საქმიანობას დადებითად 58% აფასებდა, საშუალოდ 23%, ხოლო უარყოფითად 4%.

საქართველოს პარლამენტის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 23% აფასებს, საშუალოდ 46%, ხოლო უარყოფითად 9%. აგვისტოს კვლევის მონაცემებით, პარლამენტის საქმიანობას დადებითად 20% აფასებდა, 41% საშუალოდ, ხოლო 16% უარყოფითად.

სასამართლოების საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 16% აფასებს, საშუალოდ 34%, ხოლო უარყოფითად 17%. აგვისტოში სასამართლოების საქმიანობას დადებითად 17% აფასებდა, 27% საშუალოდ, 18% უარყოფითად.

ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლმა ინ­სტი­ტუ­ტმა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის კვლე­ვის შე­დე­გე­ბის მე­ო­რე ნა­წი­ლი 17 დე­კემ­ბერს წარ­მო­ად­გი­ნა. კვლე­ვის სა­ვე­ლე სა­მუ­შა­ო­ე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, 14-25 ნო­ემ­ბრის პე­რი­ოდ­ში ჩა­ტარ­და და წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი შერ­ჩე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე 1,947 პი­რის­პირ ინ­ტერ­ვი­უს ეფუძ­ნე­ბა.

კომენტარები