გაერთიანებული სამეფო

ბრიტანელი დიდგვაროვანი ქალები ტიტულის მიღების უფლებას ითხოვენ

ბრიტანელი დიდგვაროვანი ქალები ითხოვენ, სამეფო ოჯახის წევრი ქალების მსგავსად, მათაც მიეცეთ ტიტულების მემკვიდრეობით მიღების უფლება.

ახალი კანონპროექტის მიხედვით, სამეფო ოჯახში დაბადებული პირველი ახალშობილი, მიუხედავად მისი სქესისა, ტახტის მემკვიდრე გახდება. აქამდე, უძველესი ტრადიციის თანახმად, პირველი მამრობითი სქესის შვილი ხდებოდა მეფე. დიდგვაროვნების შემთხვევაში კი, ოჯახის ტიტულები მხოლოდ მამაკაცს გადაცემა, მხოლოდ ქალიშვილის ყოლის შემთხვევაში კი ოჯახს ტიტული აღარ გაუგრძელდება.  

კომენტარები