შსს-მ ქუთაისში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც ცნობილია, ქუთაისის რაიონული სამმართველო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით აწარმოებს.
შსს-ს ცნობით, გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით, საზოგადოებას სრული ინფორმაცია მიეწოდება.
შეგახსენებთ, პრეზიდენტის შეხვედრამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან, საპროტესტო აქციების ფონზე ჩაიარა. აქციის მონაწილეები უმცირესობის წევრებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ქვებს ესროდნენ.