სტივ ჯობსი

სტივ ჯობსის იახტა დააყადაღეს

კომპანია Apple-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, აწ გარდაცვლილი სტივ ჯობსის იახტა, "ვენერა" გადაუხდელი გადასახადის გამო დააყადაღეს. იახტის შემქმნელის ფილიფ სტარკის თქმით, ჯობსის მემკვიდრეებს ჯერ კიდევ არ გადაუხდიათ იახტის დარჩენილი გადასახადი - 3 მილიონი ევრო. სულ იახტა 9 მილიონად არის შეფასებული.

იახტა ამ დროისთვის ამსტერდამის პორტში არის გაჩერებული. "ვენერა" მინიმალისტური სტილის თუმცა ტექნოლოგიებით გამორჩეული იახტაა და ის ჯერ სრულიად გამოუყენებელია.

კომენტარები