კალათბურთი

თორნიკე შენგელიას 22 ქულა, 12 პასი, 10 მოხსნა

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი თორნიკე შენგელია, რომელიც NBA-ს ბინადარი გუნდის ბრუკლინ ნეტსის შემადგენლობაში ირიცხება, მთავარმა მწვრთნელმა აივორი ჯონსონმა სამი კვირით D ლიგაში გაანათხოვრა. ამის მიზეზი ის იყო, რომ თოკოს სათამაშო პრაქტიკა დაეგროვებინა და შემდეგ ბრუკლინს დაბრუნებოდა. 

სპრინგფილდ არმორის შემადგენლობაში, შენგელიას შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდა და პირველივე შეხვედრაში სამმაგი დუბლი გაიფორმა. 22 ქულის გარდა, თორნიკემ  10-ჯერ მოხსნა, აქედან 4 – შეტევაში და 12 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.  ქართველმა მონაგარს 3 დაფარება დაუმატა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და 5 პერსონალური შენიშვნა მიიღო.

მიუხედავად თორნიკე შენგელიას შესანიშნავი თამაშისა, რომლის წყალობითაც იგი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, მისმა გუნდმა მატჩი ერი ბეისთან, ანგარიშით 119:127 დათმო

კომენტარები