წლის სიმბოლური ნაკრები

დასახელდა წლის სიმბოლური ნაკრები

ციურიხში გამართულ დაჯილდოვებაზე 2012 წლის სიმბოლური ნაკრები დასახელდა.  გამოკითხვაში, რომელიც ფიფპროს ორგანიზებით გაიმართა, 50 000-მდე პროფესიონალი ფეხბურთელი მონაწილეობდა. საუკეთესო თერთმეტეულს ქვემოთ შემოგთავაზებთ, აღსანიშნავი კი ის არის, რომ ყველა მოთამაშე ესპანეთის პრიმერადივიზიონის გუნდში ასპარეზობს. ხუთი ფეხბურთელი მადრიდის რეალის შემადგენლობიდან დასახელდა, ხუთიც - ბარსელონას, მეთერთმეტე კი ატლეტიკოს კოლუმბიელი ფორვარდი რადამირ ფალკაო გახდა.

მეკარეები: იკერ კასილიასი (ესპანეთი, "რეალი")
მცველები: დანიელ ალვეში (ბრაზილია, "ბარსელონა"), ჟერარდ პიკე (ესპანეთი, "ბარსელონა"), სერხიო რამოსი (ესპანეთი, "რეალი"), მარსელო (ბრაზილია, "რეალი").
ნახევარმცველები: ჩაბი ალონსი (ესპანეთი, "რეალი"), ჩავი (ესპანეთი, "ბარსელონა"), ანდრეს ინიესტა (ესპანეთი, "ბარსელონა").
თავდამსხმელები: ლიონელ მესი (არგენტინა, "ბარსელონა"), რადამელ ფალკაო (კოლუმბია, "ატლეტიკო"), კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია, "რეალი"). 

კომენტარები