იუსტიციის სამინისტრო

წულუკიანი ოქრუაშვილს "ფრთიან ანგელოზად" არ მიიჩნევს

იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, მინისტრმა თეა წულუკიანმა ირაკლი ოქრუაშვილის საქმის ირგვლივ ისაუბრა. 
წულუკიანის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ წარმოადგენს ოქრუაშვილის ქუჩაში სიარული ოპოზიციისთვის საფრთხეს. მან აღნიშნა, რომ ოქრუაშვილის წინააღმდეგ ბევრი შეთითხნილი ეპიზოდი არსებობს, თუმცა, იქვე დასძინა, რომ იგი ოქრუაშვილს "ფრთიან ანგელოზად" არ მიიჩნევს.
მინისტრმა წულუკიანმა "კუბლაშვილის სასამართლო" პოლიტიკური თამაშის გაგრძელებაში დაადანაშაულა.  
"მთავარმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება და ოქრუაშვილს ბრალის ნაწილი მოუხსნა. რამდენიმე საათში კი რიგ ეპიზოდებზე ისინი დეტალურად ისაუბრებენ. პოლიტიკურ ოპოზიციაში გადასული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, კონსტანტინე კუბლაშვილი, პოლიტიკურ თამაშს აგრძელებს და ოქრუაშვილს ციხეში "ინახავს". რატომ ეშინია ოპოზიციას იმის, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ქუჩაში ივლის, ჩემთვის გაუგებარია", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები