შემოსავლების სამსახურს ლაშა ხუციშვილი უხელმძღვანელებს. ბრძანებულებას ხუციშვილის დანიშვნის შესახებ ხელი გუშინ მოეწერა. იქამდე შემოსავლების სამსახურის უფროსის მოვალეობას კახა ცერცვაძე ასრულებდა, რომელიც ამჟამად ლაშა ხუციშვილის პირველი მოადგილეა.
ლაშა ხუციშვილი 2007-2008 წლებში ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს აპარატში მუშაობდა, ხოლო 2008 წლიდან საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია Ernst & Young-ში.