ქიბარ ხალვაში

პროკურატურის პრესსამსახური: ქიბარ ხალვაში აზერბაიჯანში ცოტა ხნით შეაყოვნეს

''ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში აზერბაიჯანში ცოტა ხნით შეაყოვნეს'' , - ამის შესახებ პროკურატურის პრესსამსახური იუწყება.

როგორც პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი, ხათუნა პაიჭაძე News.ge-სთან საუბარში აცხადებს, ხალვაშზე წითელი ცირკულარით ძებნა შეწყდა, მაგრამ ''პროცედურული საკითხების მოგვარება ზოგიერთ ქვეყანაში ვერ მოესწრო''. 

''ქიბარ ხალვაშმა ვერ იგრძნო დაკავება, იგი ცოტა ხნით შეაჩერეს და საქმეში ქართული მხარე მაშინვე ჩაერთო", - განაცხადა ხათუნა პაიჭაძემ.

ქიბარ ხალვაშის დაკავების შესახებ ინფორმაცია, დღეს აზერბაიჯანულმა საინფორმაციო სააგენტო ტრენდმა, აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პოლიტდევნილთა სტატუსის მქონე 25 პირიდან, 9-ზე ინტერპოლით გამოცხადებული საერთაშორისო ძებნა შეწყვიტა, დანარჩენ 16-ზე კი ძებნა ერთი კვირის მანძილზე შეწყდება.

კომენტარები