პატრიარქი

ილია მეორე: მოსკოვში საყურადღებო საკითხებზე იქნება მსჯელობა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხვალ, 20 იანვარს მოსკოვში გაემგზავრება. ვიზიტის ზუსტი განრიგი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც წირვისას თავად პატრიარქმა განაცხადა, მოსკოვში მსჯელობა საყურადღებო საკითხებზე იქნება. 

გავრცელებული ცნობით, პატრიარქის ვიზიტი საერთაშორისო საზოგადოებრივი ერთობის ფონდის დაჯილდოების ცერემონიას უკავშირდება. ცერემონიას რუსეთისა და მოსკოვის პატრიარქი, უწმინდესი კირილი უხელმძღვანელებს. საქართველოს პატრიარქს, კიდევ რამდენიმე პირთან ერთად, გადაეცემა პრემია სახელწოდებით - "გამორჩეული საქმიანობისა და მართლმადიდებელ ხალხებს შორის ერთობის განმტკიცებისათვის, ქრისტიანული ფასეულობების დამყარებისა და განმტკიცებისთვის საზოგადოებაში".

კომენტარები