სემეკი

ჩალაგაშვილი სემეკ-ის თავმჯდომარედ დარჩება

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გურამ ჩალაგაშვილი გამოძიების დასრულებამდე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე დარჩება. ამის შესახებ ინფორმაციას ჩალაგაშვილის ადვოკატი ავრცელებს.

ჩალაგაშვილი ძალაუფლების გადამეტების ბრალდებით დააკავეს. ბრალდების მხარის მტკიცებით, სემეკ-ის ხელმძღვანელმა ერთ-ერთ რესტორანში ყოფნისას თავის ქვეშევრდომებს დაავალა, წყალტუბოს რაიონში ელექტროენერგია 20 წუთით გაეთიშათ. 

ჩა­ლა­გაშ­ვი­ლი ბრალ­დე­ბუ­ლის სტა­ტუ­სით შს სა­მი­ნის­ტროს იმე­რე­თის სამ­ხა­რეო მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში და­ი­კით­ხა. რო­გორც და­კით­ხვის შემ­დეგ მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუც­ხა­და, იგი ბრალ­დე­ბას უსა­ფუძ­ვლოდ მი­იჩ­ნევს.

ჩალაგაშვილის გან­ცხა­დე­ბით, იგი 12 იან­ვარს რეს­ტო­რან­ში წვე­უ­ლე­ბა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და და დამ­წვრის სუ­ნი იგ­რძნო, რაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­უ­მარ­თა­ვი ელექ­ტრო­სა­დე­ნე­ბით უნ­და ყო­ფი­ლი­ყო გა­მოწ­ვე­უ­ლი. ჩა­ლა­გაშ­ვი­ლის თქმით, უსაფ­რთხო­ე­ბის მიზ­ნით იგი შე­სა­ბა­მის უწ­ყე­ბებს და­უ­კავ­შირ­და და შუ­ქი გა­ა­თი­ში­ნა.

კომენტარები