ცვლილებები მთავრობაში

ირაკლი ალასანია: არანაირი გაუგებრობა ჩემსა და პრემიერს შორის არ არის

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ მისთვის ვიცეპრემიერის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, პრემიერმინისტრის აღნიშნული გადაწყვეტილება მისთვის მისაღებია.

"მე მქონდა საუბარი ორი დღის წინ პრემიერთან. მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ იმდენად მნიშვნელოვანია თავდაცვის სტრუქტურა, თავდაცვის მიმართულება, რომ მე მომეხსნას სხვა დამატებითი ფუნქციები და ეს ეხება ვიცეპრემიერის თანამდებობას. ბუნებრივია, ეს ჩემთვის მისაღებია და ამას მივესალმები. მე არ მინდა, ვინმემ არასწორი დასკვნები ან ინსინუაციები გააკეთოს. ეს იყო შიდა საუბარი. მთავრობის ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც პირველ რიგში, მისაღებია ჩემთვის და თავდაცვის სამინისტროსთვის, რომ მთლიანად კონცენტრირებული ვიყო თავდაცვის რეფორმაზე", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მისივე თქმით, არანაირი გაუგებრობა მასსა და პრემიერს შორის არ არის.

შეგახსენებთ, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას, პრემიერმინისტრის ბრძანებით ვიცეპრემიერის უფლებამოსილება შეუწყდა

 

 

კომენტარები