ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე შესაძლოა, გაზაფხულის ბოლოს დაბრუნდეს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ მოსკოვში, ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა რუსეთის მთავარ სანიტარ გენადი ონიშენკოსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ქართული ღვინო არ იქნება იაფი. ერთი ბოთლის ფასი 300 რუსული რუბლიდან იქნება", -განუცხადა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს.
რუსეთის მთავარი სანიტრის, გენადი ონიშენკოს განცხადებით, დაახლოებით 60-მდე ქართულმა საწარმომ გამოთქვა მზადყოფნა, რუსეთის ბაზარზე ღვინისა და მინერალური წყლების შეტანასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, საქართველოს დელეგაცია ქართული ღვინისა და სხვა პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გასამართად, მოსკოვში გაემგზავრა, სადაც რუსეთის მთავარ სანიტარს, გენადი ონიშენკოს შეხვდა.
7-კაციან დელეგაციას, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობს.