უეფას ჩემპიონთა ლიგა

სელტიკის მწვრთნელი: იუვენტუსი ფავორიტია, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ

გლაზგოში, ადგილობრივი სელტიკი ტურინის იუვენტუსს უმასპინძლებს. შოტლანდიელებმა სენსაცია მოახდინეს, როდესაც ჯგუფური ტურნირის დროს ბარსელონას 2-1 მოუგეს, რის შედეგადაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე გააღწიეს.

"დაპირისპირება ორი თამაშისგან შედგება და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ფავორიტად იუვენტუსი მიიჩნევა, მაგრამ ჩვენ 90 წუთის განმავლობაში ვიბრძოლებთ. მათ ჰყავთ პირლო, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია და მის გარდა არაერთი შესანიშნავი ფეხბურთელი. ვფიქრობ, ამ ყველაფრის მიუხედავად, სელტიკის ძალების სათანადოდ არშეფასება იტალიელთათვის დამღუპველი იქნება", - განაცხადა გლაზგოს სელტიკის მწვრთნელმა ნილ ლენონმა.

კომენტარები